თქვენ თქვით, რომ შალვა აბულაძე თავად ჩაბარდა პოლიციელებს, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
ქალაქიდან. პოლიციელები ლაპარაკობენ თვითონ.
თქვენ უშუალოდ უფრო ახლო გარემოცვიდან ეს ინფორმაცია არ მიგიღიათ, მხოლოდ ქალაქში ამბობენ?
აბა რა, საიდან მეცოდინება მე. ქალაქში რომ გამოვედი, პოლიციელებისგან არის ეს ინფორმაცია გამოსული, რომ ჩაბარდა ჩვეულებრივად. იარაღები გადმოუყარა ფანჯრიდან, ჩვეულებრივად ჩაბარდა, არც სროლა არ ყოფილა.
ადგილობრივი პოლიციელები ამბობენ ამას?
კი, ადგილობრივები არიან.
თქვენი ინფორმაცით, რა გახდა იმის მიზეზი, რომ შალვა აბულაძე ჩაბარდა?
ტელევიზორში გუშინაც იყო გადაცემა, რომ ნათესავებში, ნათლიმირონებს უვარდებოდნენ სახლში და აწიოკებდნენ ოჯახებს. მის უახლოეს მეგობრებს ჰეროინი ჩაუდეს და მუდმივი პატიმრობის მუხლი აქვს. ადამიანია ახლა, მაგის გულისთვის ამხელა პრობლემები შეიქმნა, გინდა- არ გინდა, უნდა ჩაბარდე.
ადგილი, სადაც იმყოფებოდა შალვა აბულაძე, მისი საკუთრებაა?
სახლი არის გაუბედურებულ დღეში, დანგრეული შენობაა. მისი სახლის მოშორებით 200 მეტრში.
შალვა აბულაძეს მანამდეც ეძებდნენ და თუ გაქვთ ინფორმაცია, ამ სახლში ჩხრეკა ჩატარდა?
მაგდენ ინფორმაციას ვინ მოგაწოდებს.
საიდან გაიგო ინფორმაცია შალვა აბულაძემ, მის ნათესავებს და ახლობლებს რას უშვებოდნენ? ტელევიზორი ან სხვა საშუალებები არის ამ შენობაში?
სახლია ჩვეულებრივად და ტელევიზორი როგორ არ იქნება?ზუსტად ვიცი, ოჯახია და ტელევიზორი არ იქნება? თეფშიც დგას პირდაპირ მაგ სახლთან. ჟურნალისტები აქ არიან და იღებენ, თეფში დგას, რომელიც შეერთებულია პირდაპირ მაგ სახლზე.
ეს სახლი მიტოვებულია თუ ცხოვრობდა მანამდე ვინმე, სანამ შალვა აბულაძე დაეპატრონებოდა?
ცხოვრობდა, უბრალოდ თბილისშია ის პიროვნება წასული.
ვისი სახლია?
რობერტი ჰქვია, გვარი არ მახსოვს.
მისი ნებართვით ცხოვრობდა შალვა აბულაძე, თუ რადგან არავინ ცხოვობდა, შევიდა ამ სახლში?
მაგდენი არ ვიცი, რა გითხრა… 200 მეტრშია, მეზობლის სახლია.