სამმხრივ ფორმატში ეს საქართველოში სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველი ერთობლივი ვიზიტია.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრები შეხვედრას თამარ ბერუჩაშვილთან გამართავენ, რის შემდეგაც გაიმართება ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გაერთიანებული პრესკონფერენცია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე, გაიმართება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ მემორანდუმს თანამშრომლობის ახალი ფორმატის – „თბილისის კონფერენციის” დაფუძნების შესახებ. სამინისტროს განცხადებით, ეს გულისხმობს პოლონეთის მხარდაჭერას და მისი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.