ახალი ამბები

პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა

9 აპრილი, 2015 •
პროკურატურამ  შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა

“გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის 4 აპრილს ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა –ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, შემოწმების მიზნით გაჩერებისაკენ მოუწოდეს მოქალაქე შალვა აბულაძეს, რომელიც  თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე, ვარკეთილის მეტროსადგურის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შეჩერების მოწოდებისთანავე შალვა აბულაძემ  მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით დღემდე მოთავსებულია N1 კლინიკურ საავადმყოფოში”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი დაკავების მიზნით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი