ახალი ამბები

“პრაიმტაიმს” კუბლაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური სტანდარტი არ დაურღვევია – ქარტია

22 ოქტომბერი, 2019 •
“პრაიმტაიმს” კუბლაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტური სტანდარტი არ დაურღვევია – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, პრაიმტაიმის ჟურნალისტს, თორნიკე ყაჯრიშვილს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები არ დაურღვევია.  ამის შესახებ ინფორმაციას ქარტიის ვებგვერდი ავრცელებს.

ამავე განცხადების მიხედვით, ჟურნალისტის წინააღმდეგ ქარტიას მიმართა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

“სადავო გახდა მასალა სათაურით “„მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“ – მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე”. სტატიაში მარიამ კუბლაშვილი საუბრობს მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ბრალდებაზე. მას  ბარალი ედება ცემასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით  სექსუალური ხასიათის ქმედებაში.  მოგვიანებით გამოცემამ გამოაქვეყნა მარიამ კუბლაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს აუდიოვერსია, სათაურით „მარიამ კუბლაშვილის კომენტარის აუდიოვერსია – „მაგას დავამთავრებ და დავასამარებ“. განმცხადებელი ამბობდა, რომ გამოცემამ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და მიმართვის შემდეგ სათანადოდ არ შეასწორა”, – აცხადებენ ქარტიაში.

ქარტიის ცნობით, საქმის განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ასევე, მოპასუხე ჟურნალისტი. საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო პრინციპები არ დარღვეულა, თუმცა საბჭოს ორი წევრი არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას,  როგორც საბჭოს უმრავლესობის, ისე მათი განსხვავებული მოსაზრება, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იქნება მოცემული.

ამავე თემაზე

მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ “დასამარებით” თამთა თოდაძეს კი არა, სხვებს დაემუქრა

მასალების გადაბეჭდვის წესი