ახალი ამბები

ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო

22 ოქტომბერი, 2019 • 1906
ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვილთან, ქეთევან გორჯესტანთან ერთად ტოკიოში იაპონიის იმპერატორის ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა.

ცერემონიაში 180 ქვეყნის 2 000-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. იაპონიამ 22 ოქტომბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე დაესწრება იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.