ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პროეტზე სასაუბროდ პარლამენტში არ მივა. მისი თქმით, იმის მუხადევად, რომ მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტზე “ღიად საუბარი არ უჭირს”, ამ ეტაპზე ურჩევნია ანაკლიის პორტის ინვესტორთან სამუშაო ფორმატი.
როგორც ვიცეპრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტზე არაერთხელ ისაუბრა მინისტრის საათის ფორმატში თუ მისი თხოვნის საფუძველზე. ამასთან, მაია ცქიტიშვილის ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძესაც შესთავაზა ანაკლიის პორტზე სატელევიზიო დებატი, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.
“ჩვენ კონსორციუმთან დიალოგის პრობლემა არასდროს გვქონია. არასდროს გვქონია მათთან შეხვედრების პრობლემა და ამ კვირის განმავლობაშიც ჩვენ ვთანხმდებით იმ დროზე, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ამდენად, ამ პროექტს კიდევ ერთი პერფორმანსი არ სჭირდება. ანუ არ სჭირდება პარლამენტში ღია განხილვა ანაკლიის კონსორციუმსა და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით. ჩვენ ამ შეხვედრებს აუცლებლად გავმართვათ, თუმცა, სამუშაო ფორმატში და არა პარლამენტში”, – აცხადებს ცქიტიშვილი.
ინფრასტრუქტურის მინისტრისგან განსხვავებით, პარლამენტში მისასვლელად მზად არის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.
“კომპანიის გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი მზადყოფნას აცხადებს ეწვიოს პარლამენტს ღია ფორმატის შეხვედრაზე, გააკეთოს მოხსენება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და პასუხი გასცეს პროექტის ირგვლივ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას. კონსორციუმი ასევე მიესალმება სამინისტროს ჩართულობას ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე”, – აცხადებენ კომპანიაში.
ლევან ახვლედიანისა და მაია ცქიტიშვილის პარლამენტში მისვლა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მოითხოვეს.