ახალი ამბები

გახარია ე.წ. მუქარის წერილის გამოძიებაზე – “ყველაფრისთვის მზად ვარ”

21 ოქტომბერი, 2019 • 2016
გახარია ე.წ. მუქარის წერილის გამოძიებაზე – “ყველაფრისთვის მზად ვარ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კითხვაზე, შეცვლის თუ არა რამეს მამუკა ხაზარაძის მიერ ე.წ. მუქარის წერილის დედნის პროკურატურისთვის გადაცემა, აცხადებს, რომ ყველაფრისთვის მზადაა:

“არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასოხო. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და კომენტარს მერე გავაკეთებ-მეთქი. ახლა ისეთი სიტუაცია გამოდის, ყველაფრისთვის მზად ვარ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მან და ბადრი ჯაფარიძემ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. გახარია უარყოფდა წერილის გაგზავნის ფაქტს და ამბობდა, რომ წერილებს არ აგზავნის.

აღნიშნული წერილი ხაზარაძის მხარემ ლონდონში ექსპერტიზაზე გაგზავნა, სადაც მისი ადვოკატის თქმით, 17 თითის ანაბეჭდი აღმოაჩინეს. აღნიშნული წერილის დედანს ხაზარაძე მთავარ პროკურატურას დღეს გადასცემს.

ხაზარაძე ე.წ. მუქარის წერილის დედანს პროკურატურას დღეს გადასცემს

მასალების გადაბეჭდვის წესი