„1100 აბონენტია გამორთული ბათუმში, 900 აბონენტი- ქობულეთში, 1700 აბონენტი- ზემოაჭარაში და 300 აბონენტი- ხელვაჩაურში“, – უთხრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გენო სურმავამ „ბათუმელებს“.

 

შეკითხვაზე, დღეს რამდენად შესაძლებელია ენექტროენერგიის მიწოდება აღუდგინონ ამ აბონენტებს, გენო სურმავა პასუხობს: „გაცილები მეტი იყო დაზიანება. ამ წუთებშიც მუშაობენ. რასაც მოვახერხებთ- მოვახერხებთ, დანარჩენი სამუშაოები ხვალ დილას გაგრძელდება“.

 

გენო სურმავას თქმით, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს შეუწყდათ იმის გამო, რომ „ქარიშხალმა დააზიანა გადამცემი ხაზები და წააქცია ბოძები“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *