ახალი ამბებიეკონომიკა

გახარია ბიზნესს: იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული

21 ოქტომბერი, 2019 •
გახარია ბიზნესს: იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც დღეს, 21 ოქტომბერს, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება, ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე და მთავრობასთან ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება.

გახარიას თქმით, ბიზნესი არის ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი. ასევე, ის არის ეკონომიკაში ძალა, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის.

“ჩვენ გვესმის, რომ ჩვენგან ქართულ ბიზნესს მხარდაჭერა სჭირდება, რადგან გვყავდეს რაც შეიძლება ბევრი ძლიერი კომპანია, რათა მერე სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად, ნელ-ნელა შეახსენოს ბიზნესს, სოციალური პასუხისმგებლობა რა არის. ჩემი მხრიდან შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან რეჟიმში გადაწყვეტადია მთავრობის მხრიდან, გადაწყვეტილი იქნება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა სისტემური ცვლილება თქვენი ჩართულობით იქნება მიღებული. ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს არაც ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული”, – თქვა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი