ახალი ამბები

Წითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილს – მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” აქციას თელავში გამართავს 

20 ოქტომბერი, 2019 •
Წითელი ბარათი ბიძინა ივანიშვილს – მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” აქციას თელავში გამართავს 

მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” დღეს აქციას გამართავს თელავში, სადაც ორგანიზატორებს უკვე უთხრეს უარი აქციის გამართვაზე. 

Როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მოძრაობის წევრი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, მათ თელავის მერიას შეატყობინეს დაგეგმილი აქციის შესახებ, მერიამ კი აქციის გამართვაზე უარი უთხრა. 

“ ჩვენ უბრალოდ შევატყობინეთ აქციის გამართვის შესახებ, რატომღაც იფიქრეს, რომ ნებართვა ვითხოვეთ იმაზე, რისი კონსტიტუციური უფლება გვაქვს და გამოგვიზგავნეს წერილი, არ გაძლევთ უფლებასო”. 

Გიგა მაქარაშვილი უარის წერილი დაახვია და თელავის მერს კაბინეთის კარებთან დაუტოვა. 

Მოძრაობა “ქვეყნის სამსახურის” წევრები თბილისში თვეების განმავლობაში მართავდნენ აქციას სახელწოდებით “სირცხვილია”. Აქციები მოჰყვა ჯერ რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში, შემდეგ კი 20 ივლისის აქციის დაშლას ძალის გამოყენებით.

Სამოქალო აქტივისტებმა მოგვიანებით მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” დაარსეს და ისინი აქციებს საქართველოს რეგიონებში გეგმავენ. Ამ ფორმატის Პირველი აქცია დღეს თელავში, 17:00 საათზე იმართება. 

Აქცია გაიმართება ერეკლე მეფის მოედანზე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი