“რუსეთი სომხეთის ეკონომიკის ძირითადი ინვესტორია, და თუ რუს ინვესტორებს პრობლემები გაუჩნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები ჩვენც გვაქვს”, – განაცხადა სარგსიანმა.
მისივე თქმით, “სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შემდეგ, საგრძნობლად გამარტივდა საქონლის, კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილება. მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვიწვევ რუსეთის ინვესტორებს სომხეთის ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს ჩვენთან 1300 კომპანია არსებობს რუსული კაპიტალით.”
2015 წლის 2 იანვარს სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას | |