ახალი ამბები

გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

19 ოქტომბერი, 2019 • 1913
გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად ოთხი დაშავებული პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. დაშავებული დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

შს მინისტრის და კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, კორპუსში მცხოვრები ოჯახი, სადაც აფეთქება მოხდა, გაფრთხილებული იყო კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლის შესახებ გეგმიური შემოწმებისას.

პირველადი ინფორმაციით, 19 ოქტომბერს, დილას, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც კორპუსის მეოთხე სართულზე ნგრევა მოჰყვა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი