ახალი ამბები

გახარია: თურნავა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრია, სხვა ყველაფერი ჭორაობაა

18 ოქტომბერი, 2019 •
გახარია: თურნავა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრია, სხვა ყველაფერი ჭორაობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ნათია თურნავა მინისტრთა ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაღალჩინოსანია და მინისტრთა კაბინეტში შესაძლო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას ჭორაობას უწოდებს:

“ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორები, რომელსაც ავრცელებენ”, – ამის შესახებ გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი დატოვოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი