ტვ პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს.
სამინისტროს პრესსამსახურში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.
ნათია თურნავას სამუშაო გამოცდილება
2019 წლის 18 აპრილიდან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
2018 წლის 14 სექტემბერი – 2019 წლის 17 აპრილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
2013 წ. აგვისტო – 2018 წ. სექტემბერი – სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
2006 – 2013 წ.წ. – შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;
2005 წ. სექტემბერი – 2006 წ. ნოემბერი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
2005 წ. მაისი – სექტემბერი – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
2000 – 2005 მაისი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;
1998 – 2000 წ.წ. – თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
1997 – 2000 წ.წ. – მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად;
1994 – 1996 წ.წ. – მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, წამყვან მეცნიერ- თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.