დონალდ ტრამპი თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დროებით შეჩერებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს დიდებული დღეა ცივილიზაციისთვის“. ტრამპის საუბარს ABC News ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას 120 საათით, ანუ 5 დღით შეაჩერებდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ასე სწრაფად მიღება მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა დაამატა, რომ ეს „კარგი გადაწყვეტილებაა ცივილიზაციისთვის“ და ამის გამო „ქურთები არიან ბედნიერები, თურქეთია ბედნიერი, ამერიკის შეერთებული შტატებია ბედნიერი“.
რაც შეეხება თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ტრამპმა აღნიშნა, რომ მათ გააუქმებდა „პროცესების დასრულების“ შემდეგ.
ტრამპმა აგრეთვე მადლობა გადაუხადა ქურთებს და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს, რომელსაც გუშინ გაგზავნილ წერილში მოუწოდა, სულელი არ ყოფილიყო. ერდოღანმა, BBC-ის ინფორმაციით, ტრამპის ის წერილი ნაგავში გადააგდო.
This is a great day for civilization. I am proud of the United States for sticking by me in following a necessary, but somewhat unconventional, path. People have been trying to make this “Deal” for many years. Millions of lives will be saved. Congratulations to ALL!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 17, 2019







