ახალი ამბები

აშშ აცხადებს, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლს დროებით შეწყვეტს

17 ოქტომბერი, 2019 •
აშშ აცხადებს, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ცეცხლს დროებით შეწყვეტს

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ თურქეთი თანახმაა, ჩრდილოეთ სირიაში დროებით შეწყვიტოს ცეცხლი და ქურთების ძალებს უკან დახევის საშუალება მისცეს, — იუწყება BBC.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის და მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში 9 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას 120 საათით შეაჩერებს და დროებით ცეცხლის შეწყვეტას გამოაცხადებს.

აქამდე ერდოღანი აცხადებდა, რომ არ აპირებდა სამხედრო ოპერაციის შეჩერებას და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრას: “თავიანთი რანგის პირებს ელაპარაკონ,“ განაცხადა თურექთის პრეზიდენტმა. დღეს დილით გასაჯაროვდა ტრამპის წერილი ერდოღანისადმი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა კოლეგას მოუწოდა, “სულელი არ ყოფილიყო“. ერდოღანმა, BBC-ის ცნობით, ტრამპის წერილი ნაგავში გადააგდო.

თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებას მძაფრი საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა: აშშ-მა ანკარას სანქციები დაუწესა, იარაღის მიწოდება აკრძალეს საფრანგეთმა და გერმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი