ახალი ამბები

ერდოღანმა ტრამპის წერილი “ნაგავში მოისროლა“ – BBC

17 ოქტომბერი, 2019 • 1723
ერდოღანმა ტრამპის წერილი “ნაგავში მოისროლა“ – BBC

BBC წერს , რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა “ნაგავში მოისროლა“ დონალდ ტრამპის წერილი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი თურქ კოლეგას მოუწოდებდა, არ ყოფილიყო მაგარი ბიჭი და სულელი.

ტრამპმა ერდოღანს წერილი სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაუგზავნა და მასში არაფორმალური ლექსიკა გამოიყენა.

BBC-ის თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ერდოღანმა წერილში არსებული შეთავაზებები “კატეგორიულად უარყო“.

წერილის მიღების დღეს თურქეთმა მორიგი შეტევა წამოიწყო ჩრდილოეთ სირიაში, ქურთების წინააღმდეგ.

“ნუ იქნები მაგარი ბიჭი. ნუ იქნები სულელი! მოგვიანებით დაგირეკავ“, – ნათქვამია ტრამპის წერილში.

საპასუხოდ თურქეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა წყარომ BBC-ის განუცხადა: “პრეზიდენტმა ერდოღანმა მიიღო წერილი, კატეგორიულად უარყო და ნაგავში მოისროლა“.

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო შეტევა დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი