ახალი ამბები

სასურველი იქნებოდა, რასმუსენს ინიციატივა გენმდივნობის დროს განეცხადებინა – ზალკალიანი

17 ოქტომბერი, 2019 •
სასურველი იქნებოდა, რასმუსენს ინიციატივა გენმდივნობის დროს განეცხადებინა – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, მე-5 მუხლზე დათქმით ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე კონსენსუსის მისაღწევად საჭიროა მუშაობა.

“სასურველი იქნებოდა, როდესაც გენერალური მდივანი იყო, მაშინაც გაეკეთებინა რასმუსენს მსგავსი განცხადება. ვფიქრობ, აუცილებელია მუშაობა პარტნიორებთან. ეს უნდა იყოს კონსენსუსის საგანი. დამერწმუნებით, გადაწყვეტილება კონსესუსის წესით მიიღება. ამიტომ ნატო-ს, პარტნიორი წევრების მხრიდან უნდა იყოს კონსენსუსი მიღწეული. ამ მხრივ მუშაობაა საჭირო და ჩვენ ყველა ჩვენს პარნტიორთან, როგორც ინდივიდუალურად, ისე ნატო-ს ფარგლებში, ამაზე ვმუშაობთ”, – განაცხადა ზალკალიანმა.

10 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა წამოაყენა წინადადება, რომ საქართველო შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ისე, რომ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე არ გავრცელდეს. იქამდე მსგავსი წინადადებით Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი გამოვიდა.

ამ თემაზე:

აპატურაი: არარეალისტურია საქართველოს ნატოში გაწევრება მეხუთე მუხლის ნაწილობრივ მოქმედებით

მასალების გადაბეჭდვის წესი