ახალი ამბები

დვალი/აქიმიძე სასამართლოში რ2-ის წილის 60%-ის დაყადაღებას ითხოვენ

17 ოქტომბერი, 2019 •
დვალი/აქიმიძე სასამართლოში რ2-ის წილის 60%-ის დაყადაღებას ითხოვენ

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი რუსთავი 2-ის წილის 60 პროცენტის დაბრუნების მოთხოვნით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ. მათი ძირითადი მოპასუხე ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაშია.

გარდა ამისა, როგორც დვალი/აქიმიძის სარჩელის ავტორმა, იურისტმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, მათი ერთ-ერთი შუამდგომლობა 60%-იანი წილის დაყადაღება იქნება.

“ყადაღის შუამდგომლობა სარჩელში უკვე წერია. ჩვენ ვითხოვთ ამ 60-პროცენტიანი წილს დაყადაღებას. თქვენ იცით, ქიბარ ხალვაშმა თვენახევრის წინ დააანონსა, რომ უნდოდა რუსთავი 2-ის გაყიდვა. შემდეგ გადაიფიქრა და ახლა ისევ რომ მოიფიქროს, არაფერი გასაკვირი ამაში არ იქნება. რომ დავიზღვიოთ თავი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ ამ წილის დაყადაღებას და დაველოდებით სასამართლოს”, – განუცხადა კოჟორიძემ ნეტგაზეთს.

ამავე თემაზე

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი