ახალი ამბებირეკლამა

კახა მაღრაძე: სტიგმა აშკარაა, საზოგადოებას არ უყვარს ყოფილი პატიმრები

4 ოქტომბერი, 2019 • 1245
კახა მაღრაძე: სტიგმა აშკარაა, საზოგადოებას არ უყვარს ყოფილი პატიმრები

კახა მაღრაძე, „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი, პიარის სპეციალისტი:

„რასაც დავკვირვებივარ, ცოტა გვეშინია ყოფილი პატიმრების. ციხეში „ნაჯდომებთან“, როგორც მათ ვეძახით, თუ ძალიან ახლობლები ან ოჯახის წევრები არ არიან, ვცდილობთ, რომ შორ დისტანციაზე გვქონდეს ურთიერთობა. ჩემი აზრით, სტიგმა აშკარაა და საზოგადოებას არ უყვარს ყოფილი პატიმრები. მათდამი ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, როგორიც უმცირესობების სხვა ჯგუფებთან.

ალბათ, ხილვადობის გაზრდა არის ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ასევე, ძირითადი, დაინტერესებული ჯგუფების მოტივაცია, იმისათვის, რომ ყოფილი პატიმრების სოციალიზაციას შევუწყოთ ხელი. შესაბამისმა ორგანოებმა და ორგანიზაციებმა ბევრი უნდა ილაპარაკონ ამ ადამიანებზე და გამოაჩინონ ისინი, რაშიც მედიაც უნდა ჩაერთოს. ასევე, დასაქმების ხელშეწყობა უნდა მოხდეს უფრო ფართოდ, რაც ისედაც მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესსაც სჭირდება ფართო კომუნიკაცია.“


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

მასალების გადაბეჭდვის წესი