ახალი ამბები

პორტისთვის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობა — კალაძე ხაზარაძეზე

16 ოქტომბერი, 2019 • 1440
პორტისთვის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობა — კალაძე ხაზარაძეზე

თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესასრულებლად „არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობა“.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელიც ანაკლიის პორტის ინვესტორია, წლის ბოლომდე გადაუვადეს ვალდებულებების შესრულება. იმავე დღეს ამ თემაზე საუბრისას კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა:

„რაც შეეხება ვადებს, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველას დაუდასტუროს და იმის დემონსტრირება მოახდინოს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამ პორტის მშენებლობა და ამ პროექტის განხორციელება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს. მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობა“.

ნახეთ ვრცლად:

“ბოლო შანსი” – ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმზე

მასალების გადაბეჭდვის წესი