ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, სხვა შემთხვევაში მას დამატებითი ვადა აღარ მიეცემა. ცქიტიშვილი ასევე განმარტავს, რომ დღეს, 16 ოქტომბერს ვადის გადაწევა არ მომხდარა, უბრალოდ, სახელმწიფომ არ გამოიყენა საკუთარი უფლება, შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ცალმხრივად შეეწყვიტა კონტრაქტი.
“დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი, რადგან ჩვენ 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვავადებთ ე.წ ფინანსური დახურვის ვადას. ეს არის უკვე მე-6 გადავადება. ამდენად, დაგვეთანხმებით ალბათ და მგონია, რომ საზოგადოებაშიც ამაზე სრული კონსენსუსი არსებობს, რომ ჩვენ უსასრულოდ გადავადებას ვერ მოვახდენთ”,-აცხადებს ცქიტიშვილი.
2019 წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში
შესასრულებელი შემდეგი ვალდებულებები რჩება:
- შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის
კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე; - საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის
თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;
15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის საკუთარი კაპიტალის შევსების დამადასტურებელ დოკუმენტაცია და სასესხო ვალდებულებების შესახებ პირველადი საბუთები უნდა წარედგინა.
კონსორციუმის დირექტორ ლევან ახლვედიანის თქმით, კონსორციუმმა მთავრობას წარუდგინა წერილი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი პორტის პროქტისთვის საჭირო მომავალი ნაბიჯები. ამ წერილის გარდა კი, დღეს მთავრობისთვის სხვა დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებენ. კონსორციუმი მთავრობას პროექტის საბოტაჟირებაში ადანაშაულებს. მთავრობის საბოლოო პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი.