გაზეთ “ბათუმელების” მიერ გამოცემული სულხან სალაძის წიგნი „უცნობი ძველი აჭარა“ ლიტერატურული პრემია “საბას” ფინალისტებს შორის მოხვდა, ნომინაციაში “წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა”.
წიგნი “ბათუმელებმა” 2018 წლის სექტემბერში გამოსცა. წიგნში გამოქვეყნებულია რჩეული სტატიები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთ „ბათუმელებში“, სულხან სალაძის საავტორო რუბრიკაში აჭარის წარსულის შესახებ. „უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის 20-30-იან წლებშია გადაღებული მაღალმთიან აჭარაში.
„უცნობი ძველი აჭარა“ გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული მესამე წიგნია „ბათომისა“ და „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ შემდეგ.
ლიტერატურული პრემია „საბას“ წლევანდელი ფინალისტების სია ნახეთ აქ.