ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა წამების საქმეზე პატიმრობა გაუუქმდა

2 აპრილი, 2015 •
ბაჩო ახალაიას ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულთა წამების საქმეზე პატიმრობა გაუუქმდა

ამ საქმეზე, 2014  წლის 5 ივლისის განჩინებით, ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

 

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ვინაიდან ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა აღემატებოდეს  9 თვეს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა.   

 

პროკურატურა განმარტავს, რომ მიუხედავად სისხლის სამართლის ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა, ახალაია პატიმრობაში რჩება, რადგანაც სისხლის სამართლის სხვა საქმეებზე იხდის სასჯელს. 

 

“მას თავისუფლების აღკვეთა მისჯილი აქვს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენით. აღნიშნულ საქმეზე ბაჩანა ახალაიას ბრალი დაედო ორ ეპიზოდში: ციხეში პატიმართა წამებასა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირებისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კომფორტული პირობების შექმნაში. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით,”– წერს პროკურატურა.

 

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ახალაიას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი