ახალი ამბები

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პროექტის წარმატებისთვის – თალაკვაძე ანაკლიაზე

15 ოქტომბერი, 2019 •
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პროექტის წარმატებისთვის – თალაკვაძე ანაკლიაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებისთვის ყველაფერი გააკეთა.

ჟურნალისტებთან საუბარში ის ამბობს, რომ არ ეთანხმება კონსორციუმის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ პროექტის საბოტაჟი რამდენჯერმე სცადა.

“სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ თვისი ვალდებულებების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო.

აქ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზეც, რომელზეც სახლემწიფომ გამოყო, აქ არის საუბარი სუბორდინირებული სესხის თანხმობაზე, აქ არის საუბარი ვადების რამდენჯერმე გადაწევაზე, შესაბამისად, აქ სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატა ამ პროექტის მიმართ. აქ დარჩენილია მეორე მხარე, რომ კერძო სექტორმა, კონსორციუმმა და ინვესტორებმა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები“, – ამბობს თალაკვაძე.

ჟურნლისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა იმას, რომ ხელისუფლების პოზიცია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ივანიშვილის მხრიდან შეიძლება იყოს ხაზარაძეზე შურისძიება, თალაკვაზე პასუხობს:

“ეს არასწორია, სინამდვილეში რეალობა არის ის, რომ  ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ“ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ პოლიტიკური სისტემა გაიხსნას და ყველას ჰქონდეს არჩენვებში მონაწილეობის შესაძლებლობა“.

დღეს, 15 ოქტომბერს ანაკლიის კონსორციუმმა პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერეცნიაზე განმარტეს, რომ კონსორციუმმა მთავრობას წარუდგინა წერილი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი პორტის პროექტისთვის საჭირო მომავალი ნაბიჯები. ამ წერილის გარდა კი, დღეს მთავრობისთვის სხვა დოკუმენტაციის წარდგენას არ აპირებენ.

ვრცლად:

აღარ ვაპირებთ მთავრობისთვის სხვა დოკუმენტაციის ჩაბარებას – ანაკლიის კონსორციუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი