ახალი ამბები

IRI: პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტს მოსახლეობის 23% იყენებს

2 აპრილი, 2015 •
IRI: პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტს მოსახლეობის 23% იყენებს

28% – პოლიტიკურ ინფორმაციას ნათესავებისა და მეგობრებისგან იღებს, ხოლო 23% – ინტერნეტის საშუალებით. ინტერნეტით პოლიტიკური ინფორმაციის მიღების მაჩვენებელი 2014 წელს 25% იყო. ამ კითხვაზე გამოკითხულებს ერთზე მეტი პასუხის გაცემის შესაძლებლობა ქონდათ.

 

პასუხები კითხვაზე:
პასუხები კითხვაზე: ‘ინფორმაციის რომელ საშუალებებს იყენებთ პოლიტიკური ინფორმაციის მისაღებად?’

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, 93% ინტერნეტით სახლში სარგებლობს, 16% – სამსახურში, 5% კი – სახლში. ინტერნეტ–კაფის მომხმარებელთა რაოდენობა კი, კვლევის მიხედვით, 1%–ს შეესაბამება.

 

კითხვაზე, “რომელ საიტზე შედიხართ ყველაზე ხშირად ახალი ამბების გასაგებად?”  ინტერნეტის მომხმარებელთა 21% პასუხობს, რომ ambebi.ge-ს სტუმრობს, მას მოსდევს Facebook 14%–ით და News.ge 9%–ით. ჩამონათვალში მოხვდა Google.com 2 პროცენტით და Youtube.com ასევე 2 პროცენტით.

 

რაც შეეხება სოციალურ მედიას, კვლევის თანახმად, კითხვაზე “სოციალური მედიის რომელ საიტს იყენებთ ყველაზე ხშირად?” ყელაზე მეტმა მომხმარებელმა  Facebook.com დაასახელა (71%). ამ მაჩვენებელს მოსდევს Odnoklasniki 31%–ით. გაცილებით უფრო ნაკლები მომხმარებელი ყავს Twitter-სა (3%) და Skype-ს (2%). ინტერნეტ–მომხმარებელთა 11% პასუხობს, რომ სოციალურ მედიას არ იყენებს.  ამ კითხვაზე მომხმარებლებს 3 პასუხის არჩევის საშუალება ქონდათ.

 

 

პასუხები კითხვაზე:
პასუხები კითხვაზე: ‘სოციალური მედიის რომელ საიტებს იყენებთ ყველაზე ხშირად?’

სოციოლოგიური კვლევა ჩატარებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2015 წლის 3-28 თებერვალს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა არჩევნებში  მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე (18 წლის და ზემოთ).  კვლევის ცდომილება არ აღემატება 2.5 პროცენტს; პასუხის გაცემის კოეფიციენტი იყო 70 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი