ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: 2 ვეტექიმი შეუმოწმებელ ხორცზე ყალბ ცნობებს გასცემდა

2 აპრილი, 2015 •
საგამოძიებო სამსახური: 2 ვეტექიმი შეუმოწმებელ ხორცზე ყალბ ცნობებს გასცემდა

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი მონაცემები შეჰქონდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარულ მოწმობა – ფორმა N2-ებში, რასაც ადასტურებდნენ სამსახურებრივი ბეჭდებით და ასაღებდნენ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული, გაურკვეველი წარმოშობის ხორცით ბაზარში მოვაჭრე პირებზე.

 

გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები ხორცს ამოწმებდნენ ყალბი ბეჭდით; შესაბამისად, ვეტერინარულად შეუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ხვდებოდა საქართველოში მოქმედ ხორცპროდუქტების სავაჭრო ქსელში.

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362 მუხლით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი