ახალი ამბები

“უფრო აგნოსტიკოსი ვარ“ – ბოკერია განმარტავს თავის განცხადებას ღმერთზე

14 ოქტომბერი, 2019 • 3743
“უფრო აგნოსტიკოსი ვარ“ – ბოკერია განმარტავს თავის განცხადებას ღმერთზე

“ფრაზა ამერია უბრალოდ, “ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ომი მოგვეწიოს“ და “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა“ გამთლიანდეს,“ – ასე განმარტავს გიგა  ბოკერია თავის განცხადებას, რომელიც მან გორში ვიზიტის დროს გააკეთა.

12 ოქტომბერს, ბოკერია გორელობის დღესასწაულზე იყო და ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა: “ღმერთმა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გამთლიანდეს და ეს ხალხი მყარად იდგეს ფეხზე“. დღეს, 13 ოქტომბერს, “მთავარი არხის“ ეთერში კი ამ განცხადებაზე ვრცლად ისაუბრა და განმარტა:

“აქ კომიკური ისაა, ჯერ ერთი, ვინც პოპულიზმში დამადანაშაულა, რა იციან, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი, იქნებ სხვა ღმერთს ვგულისხმობდი,“ – თქვა ბოკერიამ და დასძინა, რომ ხუმრობს.

ბოკერია “მთავარი ეთერის“ არხში ამბობს, რომ რელიგიის პოპულიზმისთვის გამოყენება, მისთვის, ცუდია. მისი განცხადება კი ამ მიზანს არ ემსახურებოდა.

“ამ ყველაფერში კომიკური ისაა, რომ ამაზე რეაგირება ჰქონდათ, “ნაციონონალური მოძროაბის“ ლიდერბმაც. ჩათვალეს, რომ სააკაშვილის იმ, ჩემი აზრით, შავრაზმული განცხადების მარეაბილიტირებელი განცხადება იყო. ეს კომიკურია, იმიტომ, რომ პრობლემა ღმერთის ხსენებეაში კი არ არის, პრობლემაა, როდესაც შენ ამ თემაზე იყენებ ოპონენტებზე თავდასხმისთივს შავრაზმული პოზიციიდან,“ – ამბობს ბოკერია.

მისივე თქმით, რელიგიის თემის გამოყენებით ოპონენტზებზე თავდასხვას სხვადასხვა პარტია, მათ შორის, “ქართული ოცნებას“ იყენებს და “სამწუხაროა, რომ სააკაშვილი იმავეს აკეთებს“. ბოკერია ასევე დასძენს, რომ არასერიოზულია იმის ჩათვლა, თითქოს, მსგავსი განცხადებით კრიტიკოსების გულის მოგებაა შესაძლებელი.

“მე ხაზს ვუსვამ, რომ მე არ გახლავართ არც ეკლესიური ადამიანი.. ამ კულტურის ნაწილი რომ ვარ, რა თქმა უნდა… ათეისტიც არ ვარ, მე უფრო აგნოსტიკოსი ვარ, ბევრჯერ მითქვამს ეგ,“ – განმარტავს ბოკერია და ამატებს, რომ მისი სიტყვების ასეთი ანალიზი, მანამდე, სააკაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.

30 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ბოკერია ყველაფერია, რაც ანტიქრისტიანული და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგოა. შემდგომ, 3 ოქტომბერს კი კიდევ ერთხელ ისაუბრა რელიგიაზე და თქვა, რომ “ჩემი ინიციატივით გაფორმდა კონკორდატი ეკლესიას და სახელმწიფოს შორის“.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

მიშა და რელიგიური ნიშა

მასალების გადაბეჭდვის წესი