ახალი ამბები

ჩემი ინიციატივით გაფორმდა კონკორდატი ეკლესიას და სახელმწიფოს შორის — სააკაშვილი

3 ოქტომბერი, 2019 • 2425
ჩემი ინიციატივით გაფორმდა კონკორდატი ეკლესიას და სახელმწიფოს შორის — სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ინიციატივით გაფორმდა კონკორდატი მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

„ტრადიციულობა და ქართული ღირებულებების პატივისცემა ყოველთვის იყო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. ვიღაცები ამბობენ, სააკაშვილმა ახლა აღმოაჩინაო. უკაცრავად! საქართველოში კონკორდატი [სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის] გაფორმდა ჩემი ინიციატივით, როდესაც მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი ქართული დროშა“, – განაცხადა სააკაშვილმა 2 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

კონკორდატი სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებაა, 2001-2002 წლებში დამტკიცებული, რომელიც არაერთხელ გაუკრიტიკებია სხვადასხვა აქტორს სეკულარული პოზიციიდან. მაგალითდ,  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წერს, მისი ზოგიერთი პუნქტი „სახელმწიფოსა და ეკლესიის გადაჯაჭვულობის ტენდეციებზე მიანიშნებს“.

ამასთან, როგორც EMC წერს, რომ „ეკლესიის პრეფერენცირების მიზანზე მიანიშნებს კონსტიტუციური შეთანხმების პრეამბულის სულისკვეთებაც, განსაკუთრებით კი, სხვა რელიგიური ჯგუფების წვლილის იგნორირების ფონზე, სახელმწიფოს მითითება, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა მართლმადიდებლობამ ჩამოაყალიბა“.

ნახეთ ასევე:

მიშა და რელიგიური ნიშა

ვის (არ) მოეწონა ენმ-ში სააკაშვილის განცხადება ბოკერიასა და იდეოლოგიურ პლატფორმაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი