ახალი ამბები

თურქეთისთვის სანქციების დაწესებაზე კონსენსუსი არსებობს – ტრამპი

13 ოქტომბერი, 2019 • 1078
თურქეთისთვის სანქციების დაწესებაზე კონსენსუსი არსებობს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თურქეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით შტატების აღმასრულებელ და საკანონდმებლო ხელისუფლებაში კონსენსუსი არსებობს. 

„მოლაპარაკებს ვაწარმოებთ ლინდზი გრემთან [სენატორი სამხრეთ კაროლინას შტატიდან, რესპუბლიკელი] და კონგრესის ბევრ სხვა წევრთან თურქეთისთვის ძლიერი სანქციების დაწესებაზე. ფინანსთა სამინისტრო მოქმედებისთვის მზადაა, შეიძლება დამატებითი კანონპროექტი შევიმუშაოთ. ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს. თურქეთმა გვთხოვა, რომ სანქციები არ დავაწესოთ. ხაზზე დარჩით!“, – დაწერა ტრამპმა „Twitter“-ში. 

აქამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეუძლია „თურქეთის ეკონომიკა ბოლომდე გაანადგუროს“ და ეს „ადრეც გაუკეთებია“.

9 ოქტომბერს თურქეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო ჩრდილოეთ სირიაში. შედეგად, დაეცა თურქული ლირის კურსი, ხოლო აშშ თურქეთს სანცქიებით დაემუქრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი