ტოკიოს ყურესთან, სადაც ტაიფუნი „ჰაგიბისს“ მძვინვარებს, პანამური გემი ჩაიძირა. გამოცემა, „Kyodonews“-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ხომალდზე მყოფი 2 მეზღვაური გარდაიცვალა, 6 კი დაკარგულად მიიჩნევა.
რაც შეეხება გემის ეკიპაჟის დარჩენილ ნაწილს, 4 ადამიანი დღეს დილით მაშველებმა გადაარჩნეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტაიფუნ “ჰაგიბისს“ იაპონიაში 25 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაკარგულად მიიჩნევა.
ტოკიოს აეროპორტების მუშაობა განახლდა, მაგრამ რკინიგზის მუშაობა ჯერ კიდევ შეჩერებულია.
ტაიფუნი „ჰაგიბისი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში უძლიერესად ითვლება. იაპონიას ძირითადი დარტყმა შაბათს, 12 ოქტომბერს მიადგა. ამჟამად, ათიათასობით შენობა და ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.