ახალი ამბები

იაპონიაში ტაიფუნს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 60 კი დაკარგულია

13 ოქტომბერი, 2019 •
იაპონიაში ტაიფუნს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 60 კი დაკარგულია

ტაიფუნ „ჰაგიბისს“, რომელიც იაპონიას თავს გუშინ დაატყდა, უკვე ემსხვერპლა 19 ადამიანი, კიდევ 60 უგზაუკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო 150-მა სხვადასხვა სირთულის დაზიანება მიიღო, წერს „Kyodonews“.

მიმდინარეობს დაკარგულთა და დაზიანებულთა დახმარების ოპერაციები, მათში მონაწილეობას მაშველების გარდა პოლიცია და სამხედრო ძალებიც იღებს. ზოგიერთ რეგიონში, ადგილობრივების ევაკუაცია თვითმფრინავებით ხდება.

ტოკიოს აეროპორტების მუშაობა განახლდა, მაგრამ რკინიგზის მუშაობა ჯერ კიდევ შეჩერებულია.

ტაიფუნი „ჰაგიბისი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში უძლიერესად ითვლება. იაპონიას ძირითადი დარტყმა შაბათს, 12 ოქტომბერს მიადგა. ამჟამად, ათიათასობით შენობა და ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი