ახალი ამბები

დღეიდან „შმაქსის“ ტელეფონით გამოძახებაც შესაძლებელია — „გირჩი“

12 ოქტომბერი, 2019 • 1808
დღეიდან „შმაქსის“ ტელეფონით გამოძახებაც შესაძლებელია — „გირჩი“

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ 12 ოქტომბრიდან „შმაქსის“ გამოძახება ქოლ-ცენტრის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. აქამდე „შმაქსები“ მხოლოდ ქუჩაში უჩერდებოდნენ მსურველებს.

გირჩმა“ „შმაქსი“ მას შემდეგ დააარსა, რაც ძალაში შევიდა მერიის რეგულაცია, რომლითაც ქალაქში თეთრის გარდა ყველა სხვა ფერის მანქანის ტაქსაობა აიკრძალა [შეზღუდვა არ ეხება აპლიკაციაზე მომუშავე კომპანიებს].

„გირჩის“ თანახმად, ამ ეტაპზე თბილისში ორასზე მეტი „შმაქსისტი“ მოძრაობს და კიდევ ბევრს უნდა ამ პრაქტიკით დაკავდეს: „გირჩის ოფისში შმAXI-ში გასაწევრებლად ადამიანები ამ დრომდე არიან შეკრებილები. მათი უმრავლესობა ის ტაქსისტია, რომლებსაც ტაქსის ახალი რეგულაციების წყალობით, თბილისის მერიამ თვითდასაქმების საშუალება წაართვა“, — წერს პარტია.

„გირჩის“ ამ პროექტს საგანმანათლებლო კომპანიას უწოდებს, — „უნივერსიტეტს ბორბლებზე“. „შმაქსის მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე „შმაქსისტები“, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში „გირჩის“ მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ“, — წერია 12 ოქტომბრის განცხადებაში.

გირჩის თანახმად, ქოლ-ცენტრის ნომერია 2 052 420 და ის სატესტო რეჟიმში მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი