ახალი ამბები

ტაქსის მძღოლის მკველობისთვის ბრალდებულებს 20 და 12 წლით პატიმრობა მიესაჯათ

11 აგვისტო, 2023 •
ტაქსის მძღოლის მკველობისთვის ბრალდებულებს 20 და 12 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ტაქსის მძღოლის დამამძიმებელ გარემოებებში მკველობისთვის ბრალდებულებს 20 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

გამოძიების თანახმად, 2022 წლის 20 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში სამმა ბრალდებულმა, მათ შორის, ერთმა არასრულწლოვანმა, ავტომანქანის დაუფლების მიზნით ტაქსის მძღოლი მოკლეს.

ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

სამართალდამცველებმა ორი პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი, გასული წლის 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირი მიმალვაშია. სამივე მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) წარედგინათ. სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რომელთაგან ერთს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს — არასრულწლოვან ბრალდებულს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი 12 (თორმეტი) წლით პატიმრობა მიუსაჯა. მესამე ძებნილი ბრალდებულის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება.

შსს: მანქანის დაუფლების მიზნით ტაქსისტი მოკლეს, დაკავებულია 2 პირი

მასალების გადაბეჭდვის წესი