ახალი ამბები

თბილისში ტაქსის საფასურის გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

3 მაისი, 2023 • 759
თბილისში  ტაქსის საფასურის გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

22 მაისიდან თბილისში ტაქსის საფასურის გადახდა სპეციალური QR კოდითაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით თქმით, QR კოდით გადახდა ნებაყოფლობითი იქნება და მისი დაკავშირება ნებისმიერ ანგარიშზე იქნება შესაძლებელი. თბილისის მერი აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით ტაქსიში საფასურის გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი, რადგან მძღოლებს საბანკო ტერმინალის შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ:

„კომპანია BKN301 Georgia-მ შემოგვთავაზა საინტერესო წინადადება. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია QR კოდის გამოყენებით. ის შესაძლებელია მიებას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კოდებს მძღოლები 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში მიიღებენ.

„QR კოდები განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე. მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანერებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე.

სურვილისამებრ, მძღოლები კოდებს მიიღებენ 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში. კერძოდ, თბილისის მერიის სერვისცენტრი – ჟ. შარტავას ქ. N7; სამგორის სერვისცენტრი – მოსკოვის გამზირი N14; გლდანის სერვისცენტრი – დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი