ახალი ამბები

#ქალებისვამენ – სოციალურ ქსელში თამთა თოდაძის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო

12 ოქტომბერი, 2019 • 3293
#ქალებისვამენ – სოციალურ ქსელში თამთა თოდაძის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო

სოციალურ ქსელში თამთა თოდაძის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო. თოდაძემ რამდენიმე დღის წინ საკრებულოს დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაანაშაულა.

თავად დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თოდაძე ნასვამ მდგომარეობაში იყო და ინვენტარი, რომელიც თოდაძის თქმით ინციდენტის დროს ჯიშკარიანმა დაამტვრია, თავად თოდაძემ დააზიანა.

თოდაძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, არ უარყოფს, რომ მცირე რაოდენობით ალკოჰოლი იმ დღეს ჯიშკარიანთან და სხვა პირებთან ერთად მართლაც მიიღო, თუმცა ჯიშკარიანი და მისი ადვოკატი ირწმუნებიან, რომ ქალი სხვებზე მეტს სვამდა. აღნიშნული განცხადება ტელეომპანია “პირველის” ეთერში ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა გააკეთა.

აღნიშნულის შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლები ფეისბუკში ავრცელებენ პოსტებს ჰეშთეგით “ქალები სვამენ” და თამთა თოდაძეს სოლიდარობას უცხადებენ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან (სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი