ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკის და Visa-ს გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

10 ოქტომბერი, 2019 • 848
ვითიბი ბანკის და Visa-ს გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ვითიბი ბანკისა და Visa -ს გათამაშებაში, სექტებრის თვის, გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ვითიბი ბანკის Visa -ს ბარათით და Apple Pay-ს გამოყენებით   ყველაზე მეტი ტრანზაქციის და ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით ბანკმა ჯამში 9 გამარჯვებული გამოავლინა.

ყველა გამარჯვებულს საჩუქრად, შეკვეთილში  სასტუმრო „პარაგრაფის“ 2 კაციანი საგზური გადაეცა. აღსანიშნავია რომ გათამაშება გრძელდება, გამარჯვებულების გამოვლენა ხდება ყოველკვირეულად, პრინციპით, 2 გამარჯვებული ყველაზე მეტი ტრანზაქციის და 1 გამარჯვებული ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, 3 სექტემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, ვითიბი ბანკის ბარათის მფლობელებს შეუძლიათ Apple Pay-ით მარტივად სმარტფონის გამოყენებით გადაიხადონ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. ამ ეტაპისთვის Apple Pay-ს გამოყენებით 25,000 –ზე მეტი ტრანზაქციაა განხორციელებული და 3,400-ზე მეტი ბარათია გააქტიურებული.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი