ახალი ამბებირეკლამა

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” აჭარაში

9 ოქტომბერი, 2019 • 1110
,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” აჭარაში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბითსკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლებისსახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა აჭარის მხარეში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელპედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.

სახელმძღვანელოსკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლებასასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთამთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხეჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეებში. 2019 წლის ბოლომდე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი