ახალი ამბები

ილია ჯიშკარიანს ბრალი წარედგინა, თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნეს

8 ოქტომბერი, 2019 •
ილია ჯიშკარიანს ბრალი წარედგინა, თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნეს

თბილსის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

“2019 წლის 8 ოქტომბერს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. თამთა თოდაძე ხვალ, 11:30 საათზე, დაბარებულია პროკურატურაში დადგენილების გასაცნობად.


თამთა თოდაძემ რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების“ დეპუტატი და საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. თოდაძე დეპუტატის თანამშრომელი იყო.

როგორ ის ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.

ამ თემაზე:

დეპუტატს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი