ნაკრების მთავარი მწვრთნელი იური იურჩენკო Sputnik-თან საუბარში ამბობს, რომ ნაკრები აფხაზეთში, კონკრეტულად კი გაგრაში, პირველად ვარჯიშობს.
“ვარჯიშის დროს ყოველი სპორტსმენი ყოველდღიურად 100-დან 200 კილომეტრამდე გადის. ბიჭები ზოგჯერ ფსოუმდე მიდიან და მერე უკან ბრუნდებიან, ზოგჯერ ბიჭვინთაში და სოხუმში აქვთ მარშრუტი. აფხაზეთში ცენტრალური გზატკეცილი კარგი ხარისხისაა და სხვადასხვა სიტუაციაში გასწრება ადვილია”.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |