“ახალი პროექტი–მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველას, რომლის მიზანია საქართველოს ყველა სოფლამდე და ქალაქამდე ოპტიკურ–ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების მიყვანა, დაახლოებით 2017 წლის ბოლოს მთელი საქართველო უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ამ პროექტის მიხედვით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით”,–განაცხადა ღარიბაშვილმა.