ახალი ამბები

დაძაბულია ვითარება, ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში – ზურაბიშვილი

7 ოქტომბერი, 2019 •
დაძაბულია ვითარება, ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია და შეიძლება, ნებისმიერ დროს გადაიზარდო უფრო სერიოზულ სიტუაციაში.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე განაცხადა და დასძინა, რომ აუცილებელია დეესკალაცია.

“ჩვენ ვისაუბრეთ, პირველ რიგში, კონფლიქტურ სიტუაციებზე, ოკუპირებულ ტერიტორებზე; იმ აუცილებლობაზე, რასაც მე ვახსენებ ყოველთვის ჩვენს პარტნიორებს, რომ აუცილებელია სხვა კონფლიქტთან ერთად, კერძოდ, უკრაინის კონფლიქტთან ერთად, არ იყოს მივიწყებული საქართველო, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები… საკამაოდ დაძაბული იყო ამ ზაფხულს სიტუაცია, შეიძლება ნებისმიერ დროს გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია, ერთი მხრივ, დეესკალაცია და მეორე მხრივ, გამოსავლის ძებნა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 6 ოქტომბერს ეწვია.

შტაინმაიერი და კონფლიქტის დარეგულირების გეგმა უკრაინისთვის. საქართველოსთვის?

მასალების გადაბეჭდვის წესი