ახალი ამბები

ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტს შეწყალებების დასაბუთების ვალდებულება აქვს

6 ოქტომბერი, 2019 •
ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტს შეწყალებების დასაბუთების ვალდებულება აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეწყალების დასაბუთების ვალდებულება აქვს.

TV Imedi-ის ეთერში საუბრისას, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების სკანდალს გამოეხმაურა:

„მოქმედ პრეზიდენტს, წინას და იმის წინას ყველას ვედავებით და რეალურად, ყველას აქვს პრობლემები შეწყალების პოლიტიკაში. ჩვენ ვსაუბრობდით სააკაშვილზეც, მარგველაშვილზეც და ახლა გვიწევს საუბარი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზეც. პირველ რიგში, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, მე არ ვეთანხმები მის პოზიციას, რომ პასუხს არ გავცემ კითხვებს, ეს მგონია ძალიან არასწორი, იმიტომ, რომ ეს მისი უფლება არ არის, ესაა ვალდებულება. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მას კითხვებს არ უსვამენ, კითხვებს უსვამენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და მე ვფიქრობ, რომ მას დასაბუთების ვალდებულება აქვს და მეორე, რომ კომისია, რომელიც მას არ შეუქმნია, უნდა შეიქმნას დაუყონებლივ, იმიტომ რომ ეს კომისია არის ფილტრი რაც არ არსებობს და ამან ვნახეთ რა შედეგიც გამოიღო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

28 აგვისტოს ზურაბიშვილის მიერ სხვა პატიმრებთან ერთად მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებამ საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო შეწყალების პროცესში შესაძლო ანგარების ფაქტების შესამოწმებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი