ახალი ამბები

ფრენებს აღვადგენთ, თუ საქართველო არჩეულ კურსს გააგრძელებს – გავრილოვი

6 მარტი, 2022 • 4702
ფრენებს აღვადგენთ, თუ საქართველო არჩეულ კურსს გააგრძელებს – გავრილოვი

„ვფიქრობ, რომ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს არჩეული კურსის ერთგულებას და არ დაუჭერს მხარს ანტი-რუსულ სანქციებს, მაშინ პირდაპირი რუსული ფრენების აღდგენა ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ Regnum-თან საუბრისას.

გავრილოვი, რომელსაც მიაჩნია, რომ მართლმადიდებელი კომუნისტია, საქართველოში 2019 წელს მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის გამართვის დროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის წაყვანის შემდეგ გახდა ცნობილი, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

საპროტესტო აქციებზე მძიმედ დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თანამდებობის დატოვება მოუწია პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი