ახალი ამბები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი  გიორგი ჭაუჭიძე  გახდა

5 ოქტომბერი, 2019 •
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი  გიორგი ჭაუჭიძე  გახდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი  გიორგი ჭაუჭიძე  გახდა. ის მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელია.

 ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი დღეს საღამოს გაიმართება და ის ხუთი ფინალისტიდან გამოარჩიეს. 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ამ ჯილდოს მფლობელია ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც შარშან  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს  ფინალისტიც იყო.


ნახეთ, ვინ იყვნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები:

ვინ არიან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი