ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილმა გადადგა.
“გუშინ ჩემი გამოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ, სწორედ ტელევიზიით, პროკურატურამ სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში, გაიტაცა, შეიძლება ითქვას, ავთანდილ გუმთაიშვილი, ეს არის ექსპერტი, ტექნიკოსი, რომელიც ადეკვატურ, სწორ შეფასებებს აძლევდა დაცვის მხარეს და ის აიძულეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ზეწოლის ქვეშ, რომ უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე. ეს არის სირცხვილი პროკურატურის, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს არის სირცხვილი ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, რომ მან გადადგა ეს ნაბიჯი ამ სასამართლო სხდომამდე და მე ამას ასე არ დავტოვებ. ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში არაფერი არ იცვლება, ისევ პროკურატურა არის გამოყენებული ზეწოლის და პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტად,”– განცხადა ირაკლი ალასანიამ “რუსთავი 2–ის” ეთერში.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.