ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტმა ბერძნებისა და ასირიელების გენოციდი აღიარა

24 მარტი, 2015 • 1413
სომხეთის პარლამენტმა ბერძნებისა და ასირიელების გენოციდი აღიარა

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 1946 წლის 11 დეკემბრის 96-ე რეზოლუციის თანახმად, “გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის გენოციდის დანაშაულისა და სასჯელის შესახებ გაფრთხილების შესახებ კონვენციის”, 1968 წლის 26 ნოემბრის სამხედრო დანაშაულებებთან და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ გაეროს კონვენციისა და შესაბამისი, ადამიანის უფლებების საერთაშორისო აქტების პრინციპებისა და მდგომარეობის შესახებ, სომეხი, ბერძენი და ასირიელი ერების მრავალსაუკონოვანი მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, სომხეთის ეროვნული კრება აცხადებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში ბერძნებისა და ასიერიელების გენოციდს გმობს. 

 

გენოდიცის შესახებ რეზოლუციის პირველად ტექსტში აღინიშნებოდა, რომ გენოციდი ბერძნებისა და ასიერიელები წინააღმდეგ 1915-1923 წლებში ხორციელდებოდა. თუმცა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, არ ახსენონ ეს პერიოდი, რამდენადაც, სხვადასხვა შეფასებით, დარბევა და ბერძნებისა და ასირიელების დეპორტაცია 1915 წლამდეც ხორციელდებოდა. 

 

რეზოლუციის პროექტი სომხეთის პარლამენტის ექვსივე ფრაქციის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს. სწორედ ამ მიზეზით რეზოლუციას მხარი ყველა კანონმდებელმა დაუჭირა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი