საზოგადოება

გენოციდზე ბაიდენის განცხადება არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის საკმარისი არაა – კობახიძე

14 აპრილი, 2022 • 2198
გენოციდზე ბაიდენის განცხადება არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის საკმარისი არაა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარის, ირაკლი კობახის თქმით, იმისათვის, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასოს, საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა საჭირო.

კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა – „არის თუ არა გენოცოდი ის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს? ამაზე საუბრობს მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი“.

„ამაზე ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს. მაგალითად, იყო მაკრონის კრიტიკული განცხადება ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით და ა.შ. ჯერჯერობით არ არის ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიყავით საჩივრის თანაავტორი ჰააგაში, დაველოდებით შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და როცა იქნება სამართლებრივი შეფასებები, ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეფასებები“, – განაცხადა კობახიძემ

კითხვაზე – აშშ-სი პრეზიდენტის განცხადება საკმარისი არ არის?- კობახიძემ უპასუხა:

„რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის. ამიტომ საჭიროა სამართლებრივი შეფასება იმისთვის, რომ ჩვენგან პოლიტიკური შეფასება გაკეთდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები გენოციდია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი თავი შეიკავა, ეწოდა გენოციდი უკრაინაში რუსეთის მოქმედებებისთვის, როგორც ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.

მაკრონს France 2-ის ეთერში ჰკითხეს, გამოიყენებდა თუ არა მსგავს ტერმინს, რაზეც უპასუხა, რომ „უფრო ფრთხილად იქნებოდა მსგავსი ტერმინების გამოყენებასთან, რადგან ეს ორი ხალხი (უკრაინელები და რუსები) ძმები არიან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი