“წელს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მოქალაქეთა ტრდიციული მსვლელობა ვირტუალურ სივრცეში გაიმართება”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
“მოქალაქეები ფიზიკურად ვერ ავლენ წიწერნაკაბერდზე [მემორიალი ერევნის ბორცვზე], თუმცა შეძლებენ საკუთარი სახელების გაგზავნას ნომერზე 1915 და ვირტუალურ მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ, რომლის დროსაც მათი სახელები სომეხთა გენოციდის ხსოვნის მემორიალის კედლებზე პროექტორით გაეშვება”, – განმარტავს პრემიერი.
ფაშინიანის თქმით, მსვლელობა პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ადამიანს შეეძლება.
ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში მოქალაქეებს ურჩევენ, დღეს, 21:00 საათიდან სახლებში სინათლე გამორთონ და განათებული ტელეფონის ეკრანებით ფანჯრებთან დადგნენ, რათა სიმბოლურად შექმნან “მარადიულ ცეცხლთან” დგომის იმიტაცია.
24 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური სომხები ოსმალურ იმპერიაში 1915-1918 წლებში მომხდარ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავენ. სომეხთა გენოციდი არაერთ ქვეყანას აქვს ოფიციალურად აღიარებული.