ახალი ამბები

მინდა გაჩვენოთ, როგორ ვმუშაობთ ქალები – გრიგოლიამ ეთერში ცომი მოზილა

3 ოქტომბერი, 2019 •
მინდა გაჩვენოთ, როგორ ვმუშაობთ ქალები – გრიგოლიამ ეთერში ცომი მოზილა

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად ცომი მოზილა. როგორც მან თქვა, ამ გზით აჩვენა, როგორ ცხოვრობენ ქალები საქართველოში. მანამდე გრიგოლიამ ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს ხაზარაძის განცხადების გამო სოლიდარობა გამოუცხადა .

“მინდა გიჩვენოთ, როგორ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ ჩვენ ქალები. საგანგებოდ მაქვს სტუდიაში ილუსტაციისთვის ცომი და მინდა გაჩვენოთ, როგორი მარტივია, როცა ქალი ჯერ ცომს მოზელს, შემდეგ ხაჭაპურს ან რაიმე სხვას გამოაცხობს. ამის შემდეგ მოვა სამსახურში და იმ პოლიტიკოსების საქმიანობის გაშუქებას დაიწყებს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ მთელი დღის განმავლობაში. ჩემი დილა იწყება ასე, ვიღვიძებ და სახლის საქმეების კეთებას ვიწყებ და თუ საჭირო გახდა, ცომის ამოზელვაზეც არ ვამბობ უარს. როცა სამზარეულოს საქმეებს მოვრჩები, ვალაგებ სახლს და მხოლოდ ამის შემდეგ მოვდივარ სამსახურში”,-განაცხადა ჟურნალისტმა.

მამუკა ხაზარაძემ დღეს, 3 ოქტომბერს მაია ცქიტიშვილზე სექსისტური განცხადება გააკეთა: “ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ.”

ხაზარაძეს დღესვე უპასუხა მინისტრმა და თქვა, რომ ხაჭაპურსაც კარგად აცხობს, საკუთარ საქმესაც კარგად აკეთებს და თუ საჭირო გახდება პორტსაც ააშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი